პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ ექსპერტებთან მორიგ შეხვედრას გამართავს

პრემიერ-მინისტრი ეკონომიკურ ექსპერტებთან მორიგ შეხვედრას გამართავს

დღეს, 18 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრი ექსპერტებთან გეგმავს შეხვედრას. აღნიშნულ ინიციატივაზე პირველი განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციისას გააჟღერა, სადაც მინისტრმა დოკუმენტი უშუალოდ ექსპერტებს წარუდგინა და განმარტა, რომ ოთხშაბათს ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებთან გეგმავს შეხვედრას, სადაც პრემიერ-მინისტრი მრავალ თემაზე გეგმავს მსჯელობას.

აღსანიშნავია, რომ 18 სექტემბრისთვის დაგეგმილი პრემიერ-მინისტრისა და ექსპერტების შეხვედრა რიგით უკვე მეორე შეხვედრა იქნება.

ბიძინა ივანიშვილისა და ექსპერტების შეხვედრა რამდენიმე კვირის უკან შედგა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ექსპერტების ხედვები მოისმინა და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზეც ისაუბრა, რომლის პროექტიც უკვე მზად არის. სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილისა და ექსპერტების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაც ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტიც იქნება.