პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების წარდგენის პროცესი დასრულდა

პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველთა მხარდამჭერი ამომრჩევლების სიების წარდგენის პროცესი დასრულდა

17 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველების მიერ მხარდამჭერების სიების წარდგენის პროცესი დასრულდა. საარჩევნო ადმინისტრაციას პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, განცხადებით სულ 54-მა მსურველმა მომართა; მხარდამჭერთა სიები კი სულ 26-მა პრეზიდენტობის კანდიდატობის მსურველმა წარმოადგინა, აქედან 11 პოლიტიკური პარტიაა და 15 საინიციატივო ჯგუფი. უარი რეგისტრაციაზე კანდიდატობის 29 მსურველს ეთქვა.

17 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირდა 12 საპრეზიდენტო კანდიდატი:

1.მიხეილ სალუაშვილი;

2.ნესტან კირთაძე;

3.შალვა ნათელაშვილი;

4.სერგო ჯავახიძე;

5.გიორგი ლილუაშვილი;

6.გიორგი მარგველაშვილი

7.ნინო ბურჯანაძე

8.ლევან ჩაჩუა

9.ავთანდილ მარგიანი

10.გიორგი თარაგამაძე

11.კობა დავითაშვილი

12. დავით ბაქრაძე