დავით საგანელიძე:  საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იქნება

დავით საგანელიძე: საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ირწმუნება, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იქნება, სადაც ხალხს ეყოლება არჩეული და არა ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტი, - აღნიშნაული განცხადება დავით საგანელიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ რანკო კრივოკაპიჩთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთი ძირითად თემას სწორედ მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენდა. "ეუთო-ს დელეგაცია დაინტერესდა, თუ როგორ მიდის პროცესები, რა პრობლემები და რისკებია და რამდენად არის ხელისუფლება მზად იმისთვის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და ობიექტური. მე ისინი დავარწმუნე, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში ყველაზე დემოკრატიული არჩევნები იქნება, სადაც ხალხს ეყოლება არჩეული და არა ერთი პარტიის მიერ დანიშნული პრეზიდენტი", - აღნიშნა საგანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, მან და მისმა კოლეგებმა პასუხები გასცეს იმ კითხვებს, რომელიც შეხვედრაზე უმცირესობის მხრიდან წამოყენებულ პრეტენზიებთან დაკავშირებით დაისვა.