ბიძინა ივანიშვილი ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ცესკო-ს ახალ თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალ თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა. 

ამის შესახებ ინფორმაცია "ფეისბუქში", პრემიერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პრემიერმა მიულოცა თამარ ჟვანიას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ არჩევა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს. პრემიერმა არჩევნების დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში ჩატარების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ეს იქნება ევროპული არჩევნები.