ოკუპანტები დიცის მოსახლეობას სასაფლაომდე მისასვლელ მხოლოდ ერთ გზას დაუტოვებენ

ოკუპანტები დიცის მოსახლეობას სასაფლაომდე მისასვლელ მხოლოდ ერთ გზას დაუტოვებენ

ამის შესახებ "პირWელს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა დავით სუჯაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

სუჯაშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს რუსმა ოკუპანტებმა განუცხადეს, რომ მათ დავალება აქვთ მიღებული და ამიტომ მავთულხლართების გაბმის სამუშაოებს მაინც გააგრძელებენ.

"შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დიცის მოსახლეობას სასაფლაომდე მისასვლელ ერთ გზას დაუტოვებენ. როგორც მოგეხსენებათ, ამ მავთულხლართების გაბმის გამო, ადგილობრივებს სასაფლაოებზე მისვლა უჭირთ, რადგან სწორედ მავთულხლართებს მიღმაა დარჩენილი ბევრი საფლავი", - განაცხადა სუჯაშვილმა.

მან ასევე დაადასტურა დიცში ოკუპანტების მიერ და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. სუჯაშვილის თქმით, შს სამინისტროს წარმომადგენლები ადგილზე რჩებიან და მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

"ადგილზე არსებული დაძაბული ვითარება დარეგულირებისკენ მიდის", - აღნიშნა სუჯაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დიცში მავთულხლართების გაბმის პროცესი დღეს განაახლეს.