ზურაბ ხარატიშვილის წარმომადგენლებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები წარადგინეს

ზურაბ ხარატიშვილის წარმომადგენლებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები წარადგინეს

,,ევროპელი დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ხარატიშვილის წარმომადგენლებმა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერთასიები წარადგინეს.

რამდენიმედღიანი შესწავლის პროცესის შემდეგ, ცესკომ ხარატიშვილის დარეგისტრირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, პრეზიდენტობისკანდიდატებს ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ.

„ის რომ ძალიან მოკლე ვადაში, დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში, ჩვენ შევძელით და ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით შევაგროვეთ 35ათასი ხელმოწერა, მეტყველებს იმაზე, რომ ბატონი ზურაბ ხარატიშვილის გზავნილი საქართველოს მოსახლეობისადმი, რომ ქვეყანა უნდა დაადგეს მშვიდ,სტაბილურ ევროპული განვითარების გზას, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილის მხრიდან არის მხარდაჭერილი“, - განაცხადა "ევროპელი დემოკრატების"წარმომადგენელმა გიორგი ხოკერაშვილმა.

ოფიციალურად დასარეგისტრირებლად კანდიდატებმა ცესკოს 26 ათასი ხელმოწერა უნდა წარუდგინონ. ამ დროისათვის ოფიციალურად პრეზიდენტობისცხრა კანდიდატია რეგისტრირებული.