ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლო პროცესი პროკურორის გამოუცხადებლობის გამო გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, დღეს პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებით უნდა წარმდგარიყვნენ.

როგორც ველიჯანაშვილმა "პირWელს" განუცხადა, პროცესი 19 სექტემბრამდე გადაიდო.

მისივე ვარაუდით, არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საქმეზე განაჩენი 19 სექტემბერსვე გახდეს ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს.

ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან რევაზ ჭარბაძე, მეგის ქარდავა და დავით ჭაკუა.

აღსანიშნავია, რომ ბაჩო ახალაიას კიდევ ერთ ბრალდების საქმეზე, რომელიც 7 სპეცრაზმელის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას ეხება, სასამართლოს განაჩენი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. სასამართლოს განაჩენის გამოცხადებისთვის ვადა 1 დეკემბრამდე აქვს.