მასტერა და ახალია ხელისუფლების წევრებს აშანტაჟებენ?

მასტერა და ახალია ხელისუფლების წევრებს აშანტაჟებენ?

ფარული ჩანაწერების თემა კვლავ აქტუალურია. სანდრო ბრეგაძის განცხადებით ყოფილი ხელსუფლების პოლიციის მაღალჩინოსნებს მაკომპომიტირებელი მასალები ქვეყნიდან გატანილი აქვთ და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგელენს აშანტაჟებენ. „არსებობს ინფორმაცია იმაზეც, რომ „მასტერას“ ახალაიას და მათი კლანის წევრებს საქართველოდან გატანილი აქვთ მაკომრომეტირებელი ფარული ჩანაწერები და ამით აშანტაჟებენ ახალი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს...

ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომლებზეც ფარული ჩანაწერები არსებობს და ამის გამო, ისინი „ მასტერას“, ახალაის და სხვა ჯალათების შანტაჟის ქვეშ იმყოფებიან, კეთილი ინებონ და თანამდებობები დატოვონ.“-აცხადებს სანდრო ბრეგაძე