სემეკ-ის თავმჯდომარედ ირინა მილორავა დაინიშნა

სემეკ-ის თავმჯდომარედ ირინა მილორავა დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარედ ირინა მილორავა დაინიშნა. 

პრემიერ-მინისტრის ბრძანება მილორავას დანიშვნის შესახებ 17 სექტემბრით თარიღდება.

"ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის" შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს ირინა მილორავა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ", - აღნიშნულია ბრძანებაში.

ირინა მილორავა ამ დრომდე ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს (ესკო) ხელმძღვანელობდა. სემეკ-ის თავმჯდომარეს გურამ ჩალაგაშვილს უფელბამოსილებს ვადა 30 აგვისტოს ამოეწურა.