"მაესტროში" ნაღმი არ აღმოჩნდა

ტელეკომპანია "მაესტროში" ბომბთან დაკავშირებული ინფორმაცია ცრუ შეტყობინება აღმოჩნდა. გამნაღმველებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა "მაესტროს" შენობაში მუშაობა დაასრულეს. როგორც ჟურნალისტებს საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხატია ქვათაძემ განუცხადა, თითქმის საათნახევრიანი ძიების შემდეგ აღმოჩნდა, რომ შენობაში ბომბი არ იყო. 

"სამის ნახევრიდან ამ დრომდე შენობიდან თანამშრომლები ევაკუირებული იყვნენ. როგორც სხვა შემთხვევებშიც, ამჯერადაც აღმოჩნდა, რომ ტელეკომპანიაში ბომბი არ იყო. დაფიქსირდა ცრუ შეტყობინება. უნდა აღინიშნოს ერთი ფაქტი, რომ საკმაოდ დაგვიანებით მოვიდნენ განაღმვითი სამსახურის წარმომადგენლები, რამაც პროცესი კიდევ უფრო გაწელა", - განაცხადა ხატია ქვათაძემ.