დიცში რუს

დიცში რუს "მესაზღვრეებსა" და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

როგორც "პირWელის" ადგილობრივ კორესპონდენტს დიცის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ზაქარია ვატიტაძემ განუცხადა, "რუსმა "მესაზღვრემ" ერთ-ერთ ადგილობრივს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც რუსებმა ადგილობრივები მიმდებარე ტერიტორიიდან გამოაძევეს.

"მესაზღვრეების" განცხადებით, "მათ სადერმაკაციო სამუშაოების წარმოების დავალება აქვთ მიცემული და ამას ასრულებენ, რაშიც ადგილობრივები ხელს უშლიან".

დიცში რუსმა "მესაზღვრეებმა" სადემარკაციო სამუშაოები რამდენიმე საათის წინ განაახლეს.