"ხელისუფლება ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას აპირებს"

ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში განაცხადა, სადაც აეროპორტის მშენებლობაში შეტანილი წვლილისთვის პროექტის ავტორები და არქიტექორტები დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ აღმშენებლობის ეპოქა ნგრევის ეპოქამ შეცვალა.

"ვამაყობ ამ აეროპორტით და იმ ხალხით, ვინც ეს გააკეთა. ეს აეროპორტი ჩვენ დროზე მოვასწარით, რადგან ეს არის აღმშენებლობის ეპოქის პროდუქტი, რომელიც ნგრევის ეპოქამ შეცვალა. ხვალ აპირებენ ქუთაისის, როგორც ქალაქის დაკვლას. გააჩერეს ახალი თბილისის პროექტი, რომელიც ამოასუნთქებდა დედაქალაქს, გააჩერეს ლაზიკისა და ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტები და ახლა ქუთაისიდან პარლამენტის გადატანას აპირებენ ხვალინდელი კენჭისყრით, რათა ჰაერში აფრენილი ქუთაისი ერთი გასროლით ჩამოაგდონ. მე ვფიქრობ, ეს არ გამოვა. ეს აეროპორტი არის სიმბოლო იმისა, რომ ქუთაისს აქვს მომავალი", - განაცხადა სააკაშვილმა.