სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებული ნივთები წარმოადგინა

სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებული ნივთები წარმოადგინა

სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებული ნივთები წარმოადგინა სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებული ნივთები ჟურნალისტებს წარუდგინა.

სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა განაცხადა, რომ პირველი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებიდან ამოღებულ იქნა ხელნაკეთი დანები, მობილური ტელეფონები, ციხეში დამზადებული ალკოჰოლური სასმელები, ე.წ. ბრაგა, კუსტარულად დამზადებული "ტატუს" გასაკეთებელი აპარატი, ხელნაკეთი მადუღარები, კუსტარულად დამზადებული ბანქო და ა.შ.

ამასთან, დღესვე უწყების ხელმძღვანელმა მედიას წარუდგინა სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში აკრძალული საგნების, თანამშრომლებზე თავდასხმის, მსჯავრდებულთა მიერ ერთმანეთის InterPressNews.Geჯანმრთელობის დაზიანების და სხვისი ნივთების დაზიანების ფაქტზე სულ აღძრულია 202 სისხლის სამართლის საქმე.

სოზარ სუბარის განცხადებით, პერმანენტული ოპერატიულ სარეჟიმო ღონისძიებების შედეგად, აკრძალული საგნების აღმოჩენისა და შენახვის ფაქტზე აღძრულია 103 საქმე, 20 შემთხვევაში გამოძიება უკვე დასრულებულია და სასამართლო გადაწყვეტილებით დამდგარია შესაბამისი განაჩენი.

ადმინისტრაციაზე თავდასხმა დაუმორჩილებლობის ფაქტზე აღძრულია 26 სისხლის სამართლის საქმე.

მინისტრის თქმით, ყველა გამოვლენილი შემთხვევაზე არის ადეკვატური რეაგირება განხორციელებული. ამასთან, მისი ინფორმაციით, აღნიშნული დროის მონაკვეთის განმავლობაში აღიძრა 39 საქმე მსჯავრდებულების მიერ ერთმანეთის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. მსჯავრდებულების მიერ ერთმანეთის ნივთების დაზიანების ფაქტზე კი აღძრულია 34 სისხლის სამართლის საქმე.