სოზარ სუბარი:  ახალი ხელისუფლების ოპონენტები ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ

სოზარ სუბარი: ახალი ხელისუფლების ოპონენტები ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ

სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ახალი ხელისუფლების ოპონენტები ციხეებში კომპრომატების მოპოვებისთვის მუშაობენ. 

როგორც სუბარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოპონენტების მიზანია ხელოვნურად შექმნას ვიდეოჩანაწერები, რომელსაც სისტემის დისკრედიტაციისთვის გამოიყენებს.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობენ ჩვენი ოპონენტები მსჯავრდებულებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ასევე ჩვენს მიერ სისტემიდან დათხოვნილ, თუ ჯერ კიდევ მოქმედ ზოგიერთ თანამშრომელთან კომპრომატების მოპოვებისა თუ მათი ხელოვნურად შექმნის მიზნით. მათი მიზანია - მოიპოვონ ან ხელოვნურად შექმნან ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახული იქნება მსჯავრდებულებს შორის კონფლიქტები და არეულობის სცენები, რათა შემდეგ ეს ჩანაწერები გამოიყენონ სისტემის დიკრედიტაციისთვის", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩხრეკის შედეგად, აღნიშნული მიზნებისთვის გადაღებული ვიდეოჩანაწერებია ამოღებული.