"მაესტროს" შენობის ნაწილი ევაკუირებულია

ტელეკომპანია "მაესტროს" შენობის ნაწილი ევაკუირებულია, თუმცა თანამშრომლების ნაწილი 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვებისთვის მუშაობას ისევ აგრძელებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ხატია ქვათაძემ განუცხადა, საპატრულო პოლიციის წარმომადგნლებმა არხის თანამშრომლებს შენობის დაცლა მოსთხოვეს. მისივე თქმით, ტელეკომპანიაში, ჯერჯერობით, გამნაღმველები არ მისულან.

ხატია ქვათაძის ინფორმაციით, ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის, 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების მომზადებას შეეცდება.