58 დეპუტატი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შეტანას ითხოვს

58 დეპუტატი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კვიტაიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის შეტანას ითხოვს

აღნიშნული თხოვნით პარლამენტს უკვე მიმართეს უმრავლესობის წევრებმა - თინა ხიდაშელმა, თამარ კორძაიამ, გუბაზ სანიკიძემ, ლევან ბერძენიშვილმა, ანი მიროტაძემ, გიორგი კახიანმა. 

მათი განცხადებით, კვიტაიშვილმა "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონი, ასევე, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნები დაარღვია.

ცნობისთვის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კარლო კვიტაშვილი 2005 წლის 6 აგვისტოდან 2013 წლის 24 აპრილამდე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი იყო.