საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიოს ოლიმპირი კომიტეტისგან პასუხს ელოდება

საგარეო საქმეთა სამინისტრო მსოფლიოს ოლიმპირი კომიტეტისგან პასუხს ელოდება

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, საგარეო უწყება საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მიერ მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტისთვის გაგზავნილი წერილის პასუხს ელოდება.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტს არ ვუცხადებთ, რაც ძალიან დადებითი ჟესტია ჩვენის მხრიდან, რომელიც რუსეთის მხრიდან დადებითად იქნა აღქმული. ჩვენ როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვახმოვანებდით, ისიც ვთქვით, რომ იმედი გვაქვს, პროვოკაციები არ იქნება, მათ შორის ამ მიმართულებითაც, რომ საქართველოს ტეროტორიული მთლიანობის და სუვენერიტეტის შეურაცხყოფის ფაქტები არ იყოს. ოლიმპიურმა კომიტეტმა მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს წერილი უკვე გაუგზავნა. ჩვენ მათგან პასუხს ველით და საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე ფაქტებზე დაყრდნობით მოახდენს რეაგირებას. სამწუხაროდ, ტელეეთერით გასული ფაქტი საგარეო უწყებისთვის მიუწვდომელია, ჩვენ ამ ინფორმაციას ვებგვერდზე ვერ ვნახულობთ, რომელიც როგორც ჩანს, მხოლოდ ჟურნალისტებისთვისაა ხელმისაწვდომი. ვნახოთ, რა გახდება საჭირო კიდევ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადის რეგისტრაციის ფორმაში, საქართველო, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცალცალკე სახელმწიფოებადაა შეყვანილი. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტისთვის გახდა ცნობილი, რომელმაც სოჭის ოლიპიადისთვის რეგისტრაცია გაიარა.