დიცში რუსებმა ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

დიცში რუსებმა ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

დიცში რუსებმა ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დიცის პერიმეტრზე ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით თვენახევრის წინ მიმდინარეობდა ლითონის ბადეების გავლება, თუმცა მოგვიანებით რუსმა სამხედროებმა აღნიშნული სამუშაოები შეაჩერეს და დაახლოებით ერთი საათის წინ ისევ განაახლეს.

თვეენახევრის წინ, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა ეს სამუშაოები დაიწყეს, ადგილობრივებს 1922 წლის რუკა აჩვენეს და უთხრეს, რომ აღნიშნული ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ისინი არ აპირებენ პოზიციების დათმობას და არ დაუშვებენ მათი საცხოვრებელი სახლები ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცეს.

სოფლის რწმუნებული ზაქარია ვატიკაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სიტუაცია მდგომარეობას დაძაბავს. მისსივე თქმით, ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედროებმა ერთ-ერთ ადგილობრივ მოსახლეს ილია ბერუაშვილს განუცხადეს, რომ თუ წინააღმედგობის გაწევას ექნებოდა ადგილი, მასაც და მის თანამოაზრეებსაც დააკავებდნენ და ცხნივალის მიმართულებით გადაიყვანდნენ.