პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

პარლამენტარი ოთარ ჩრდილელი მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

"რეალობადაკარგულო, დაბოღმილო ბატ. სააკაშვილო, ვიდრე ირინა იმერლიშვილს ახსენებ, მანამდე რამდენიმე პროცედურა ჩაიტარე:

1) გაიწმინდე ენა, რადგან ანაერობული ბაქტერიები უკანა ნაწილში გროვდებიან.

2) სასურველია იხმარო კბილის პასტა, რომელიც შეიცავს ქლორის ორჟანგას ან ცეტილპირიდონის ქლორიდს, მაშინ ენის გაწმენდისას მოშორების გარდა არშემდგარო პრეზიდენტო, შეგიძლია, გაანადგურო ანაერობული ბაქტერიები.

3) გამოივლე პირში წყალი.

P.S. ისე, სააკაშვილს მოუწევს პასუხის გაცემა იმერლიშვილის მიერ დასმულ კითხვებზე, შეგახსენებთ თუ რა ინფორმაციები გაასაჯაროვა გენერალმა იმერლიშვილმა.

გრიფით "საიდუმლო" ხარჯები

პრეზიდენტმა რუსი ჟურნალისტი ქსენია სოკოლოვა 2010 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანხებით "ზარაფხანაში" შეძენილი 2765 ლარიანი ოქროს ყელსაბამით და 69-ლარიანი პატარა ლომით დაასაჩუქრა. დოკუმენტაციაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ქსენია სოკოლოვას სასტუმრო "რედისონში" ცხოვრების ხარჯი - 9598 ლარი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან ანაზღაურდა.

სახელმწიფო დაცვის სამსახურის ანგარიშებიდან ასევე ირკვევა, რომ პრეზიდენტმა უკრაინელი მომღერალი იოანა მელაი 2011 წელს "დაფიონ სამკაულში" 440-ლარიანი ძეწკვით და 542-ლარიანი კულონით დაასაჩუქრა.

გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დეპუტატ თინა ბოკუჩავას 1599-ლარიანი Iphone 4S, ხოლო მომღერალ თინა ბუნიათაშვილის 140-ლარიანი ყვავილების თაიგული უყიდა.

ასევე პრეზიდენტის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურმა 2011 წელს გალერეა "შარდენში" შეიძინა 3500 ლარიანი ტიხრული მინანქრის ოქროს სამაჯური. ანგარიშის დოკუმენტში მითითებულია ნივთის დანიშნულებაც, - "პრეზიდენტის სტუმრის მარიამ საჯაიას დასასაჩუქრებლად".

როგორც დოკუმენტაციიდან ირკვევა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან თანხები არამხოლოდ ქალბატონების დასასაჩუქრებლად, არამედ პრეზიდენტის, თანამდებობის პირებისა და მისი სტუმრების დასვენებისა და გართობისთვისაც იხარჯებოდა.

2012 წლის ზაფხულში პრეზიდენტის და მისი სტუმრების ბათუმში კვებითი მომსახურება 39 206 ლარი და 50 თეთრი დაჯდა.

აგრეთვე, ირკვევა, რომ პრეზიდენტმა და თბილისის მერმა ავსტრიულ კურორტზე გასახდომ პროცედურებში 115 ათასი ლარი დახარჯეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველ მასალებში აღნიშნულია პრეზიდენტის ესპანეთიდან ჩამოყვანილი პირადი მზარეულის ცხოვრების ხარჯებიც. როგორც ირინა იმერლიშვილმა განმარტა, მზარეულის მომსახურება სახელმწიფოს დაახლოებით წელიწადში ნახევალი მილიონი უჯდება, რადგან მისი ანაზღაურება თვეში 25 ათასი ლარია.

სახელმწიფოს დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველ მასალებში 2011 წლის 6 აპრილს იუშჩენკოს აბანოს მომსახურების ხარჯიცაა მითითებული. გამოქვენებულ სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშჩენკოს (სალაროს ორდერში სახელი და თანამდებობა მითითებული არ არის) აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული.

აღნიშნულ განცხადებას გამოხმაურება უკრაინიდან მეორე დღესვე მოჰყვა. 18 აპრილს გამოცემა "უკრაინსკაია პრავდამ" იუშჩენკოს პრესმდივნის, ირინა ვანიკოვას განცხადება გაავრცელა. ვანიკოვას თქმით, 2011 წლის 6 აპრილს იუშჩენკო საქართველოში საერთოდ არ იმყოფებოდა, - ამ დღეს იგი პარტიის ოფისში მუშაობდა. პრესმდივნის განმარტებით, მიუხედავად ამისა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი მზადაა, საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცეს ის 400 დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გადაიხადა მისი მასპინძლებისთვის თბილისის ერთ-ერთ აბანოში.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ 2011 წლის 22 ნოემბერს 44 სული ცხვრის შეძენა სამსახურ 6 600 ლარი დაუჯდა. ცხვრები 23 ნოემბერს გურჯაანში, აწყურში, ქედაში, ართანასა და ლალისყურაში სხვადასხვა პირებს გადაეცათ.

ასევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა დოკუმენტს, საიდანაც ირკვევა, რომ პრეზიდენტის შვილის ედუარდ სააკაშვილის განათლების ხარჯები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ანგარიშიდან იხარჯებოდა. დოკუმენტის თანახმად, 2010-2011 სასწავლო წელს, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიას ედუარდ სააკაშვილის სწავლის გადასახადის სახით 14 ათასი ლარი ჩაერიცხა.

და ამ ყველაფერს ედო გრიფი "საიდუმლო". ყველაფერი ყველაფერი და ეს ცხვრები რაღად უნდოდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის? ა, რას იტყვი მიხეილ?..", - წერს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი.