მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის

მიწისძვრის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის

დღეს დილით კახეთში მომხდარი 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ სახლების 20% დააზიანა.

"მიწისძვრა საკმაოდ ძლიერი იყო 5,3 მაგნიდუტა დაფიქსირდა ეპიცენტრში. ეს არის ყვარლის მიმდებარე ტერიტორია, დაღესტანის მიმართულებით. მნიშვნელოვანი ზარალი ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში რამდენიმე ზარი შემოვიდა, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რომელბიც გასულები არიან და ადგილზე ეცნობიან შემთხვევებს, ეს არის ძირითადად, შილდიდან და ყვარლიდან შემოსული შეტყობინება. საგანგებო სიტუაციების სამსახური მზადყოფნაშია. ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ და ნებისმერ შემთხვევაში მზად ვართ, მოქალაქეებს დახმარება აღმოვუჩინოთ", - განაცხადა კახეთის გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა.