"სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ბიუჯეტის კანონიერი ქურდები იყვნენ"

ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე პრეზიდენტის განცხადებას.

"მე პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებისგან განსხვავებით, დასამალი არაფერი მქონია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი დეკლარაცია ღიად დამეფიქსირებინა. სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ოფიციალურად მოგვევლინენ ბიუჯეტის კანონიერ ქურდებად. 1 კილოგრამი შაქარი არ გაიყიდებოდა ისე, რომ წილი არ მისვლოდა სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს. ეს მე ოფიციალურად, დოკუმენტებით დავადასტურე, როცა სააკაშვილის საბიუჯეტო ხარჯებზე ვისაუბრე. მე მისგან განსხვავებით სახელმწიფო ქონება დედაჩემისთვის 1 ლარად არ გამისხვისებია", - განაცხადა იმერლიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ირინა იმერლიშვილს დღეს ქურდბაცაცა უწოდა.