ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის ბრალდების საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს იქნას გამოტანილი

ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის ბრალდების საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს იქნას გამოტანილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, დღეს პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან.

როგორც ველიჯანაშვილმა "პირWელს" განუცხადა, არ არის გამორიცხული, აღნიშნულ საქმეზე განაჩენი დღესვე გახდეს ცნობილი. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 2006 წლის 26-27 მარტს სასჯელაღსრულების პირველ, მეხუთე და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში მომხდარ ე.წ. ციხის ბუნტს.

ბაჩო ახალაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით ედება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

აღნიშნულ საქმეზე ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან რევაზ ჭარბაძე, მეგის ქარდავა და დავით ჭაკუა.

აღსანიშნავია, რომ ბაჩო ახალიას კიდევ ერთ ბრალდების საქმეზე, რომელიც 7 სპეცრაზმელის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას ეხება, სასამართლოს განაჩენი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. სასამართლოს განაჩენის გამოცხდებისთვის ვადა 1 დეკემბრამდე აქვს.