კახი კალაძე:  მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ სხვადასხვა ობიექტებს სამჯერ და ოთხჯერ ხსნიდნენ

კახი კალაძე: მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ სხვადასხვა ობიექტებს სამჯერ და ოთხჯერ ხსნიდნენ

კახი კალაძე - მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ სხვადასხვა ობიექტებს სამჯერ და ოთხჯერ ხსნიდნენ მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა და აღიარა, რომ სხვადასხვა საწარმოებსა და ობიექტებს სამჯერ და ოთხჯერ ხსნიდნენ, -ასე გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ აჭარაში ახალმა მთავრობამ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკვე მესამედ ჩაუაყარა საფუძველი. 

კახი კალაძის თქმით, სააკაშვილის განცხადების შეფასება რთულია. "წარმოდგენა მაქვს, რომ საერთოდ ვერ აზროვნებს ეს ადამიანი, რა ხდება, რა კეთდება ქვეყანაში, ერთადერთი, რაც შეიძლება იფიქრო, ის არის, რომ ამ ადამიანს ახრჩობს ბოღმა, ძალიან გული ტკივა იმაზე, რაც ქვეყანაში კეთდება განვითარების მიმართულებით", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავისი განცხადებით, თითქოს მესამედ იხსნება ჰიდქროელექტროსადგური, დაადასტურა, რომ სხვადასხვა საწარმოებსა და ობიექტებს სხვადასხვა დროს სამჯერ-ოთხჯერ ხსნიდნენ პიარის თვალსაზრისით და ვირტუალურ საქართველოში აცხოვრებდნენ ხალხს. "ეს მან უკვე აღიარა და დაადასტურა", - აღნიშნა კახი კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გუშინ ჩაეყარა საფუძველი.

აჭარაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი პრემიერმა და თავად ენერგეტიკის მინისტრმა ჩაუყარეს, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მათ უკვე მესამედ გახსნეს მშენებლობა, რომელიც ორჯერ უკვე წინა მთავრობამ გახსნა.