თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანული სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანული სამგზავრო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ირანულ სამგზავრო თვითმფრინავს პრობლემები შეექმნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აეროპორტში განუცხადეს , ირანული კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი, რომელიც თბილისი-თეირანის რეისს ასრულებდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ავარიულად დაეშვა. 

ავარიული დაშვების მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა, რომელიც, აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, უახლოეს საათებში გამოსწორდება.

"ტექნიკური პრობლემა უახლოეს ხანში გამოსწორდება და რეისი თეირანის მიმართულებით შესრულდება", - განმარტავენ აეროპორტის პრესსამსახურში.