ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ვაშინგტონში, სამხედრო-საზღვაო მეთაურთა ცენტრში, ცეცხლის გახსნის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, ცეცხლი ორმა პირმა გახსნა. პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელთაგან ერთი ლიკვიდირებულია, ერთი კი იძებნება. ამასთან, სამხედროები აცხადებენ, რომ რვა ადამიანია დაჭრილი, რომელთა შორის ორი პოლიციელია. ექიმების განმარტებით, სამი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან შორიდან დაინახა პიროვნება, რომელმაც ცეცხლი გახსნა. იგი მათი მისამართით დამიზნებით ისროდა.

ცენტრში 3 ათასი ადამიანი მუშაობს და იქ საშვის გარეშე არავის უშვებენ. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სამსახურის რამდენიმე მანქანა და ვერტმფრენია მობილიზებული.

მომხდარის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს აცნობეს, რომელმაც ფედერალურ სამსახურს განკარგულება მისცა, ადგილზე კოორდინირებულად იმოქმედონ. ობიექტი ამერიკის სამხედრო ფლოტი ერთ-ერთი უძველესია და იგი მე-19 საუკუნის დასაწყისში აშენდა.