არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ყვარლის რაიონში ნგრევა არ გამოუწვევია

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ყვარლის რაიონში ნგრევა არ გამოუწვევია

მიწისძვრას ყვარლის რაიონში ნგრევა არ გამოუწვევია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რაიონის გამგებელმა დავით ქევხიშვილმა განუცხადა. "ყველა სოფელში არსებული ვითარება გადავამოწმეთ და საბედნიეროდ, მიწისძვრას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში დაზიანდა სახლის სახურავი", - აღნიშნა ყვარლის გამგებელმა.
მისივე განმარტებით, რაიონში არსებული ვითარების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოში დღეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ყვარელში იყო.

მიწისქვეშა ბიძგები 08.09 საათზე დაფიქსირდა. საგრძნობი რყევები დედაქალაქშიც იგრძნობოდა.