პრეზიდენტის გასაიდუმლოებული ვიზიტი ვანო მერაბიშვილის მშობლებთან

პრეზიდენტის გასაიდუმლოებული ვიზიტი ვანო მერაბიშვილის მშობლებთან

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლებს  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესტუმრა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის მშობლების საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიას სამართალდამცველები  დილიდან აკონტროლებდნენ და ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილის ოჯახს არაოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი ესტუმრებოდა.

მიხელ სააკაშვილი ახალციხეში ახალქალაქიდან ჩამოვიდა. დღეს დილიდან პრეზიდენტი ახალქალაქის რამდენიმე სკოლას ესტუმრა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასაწავლო წლის დაწყება მიულოცა.