გამნაღმველები ამ წუთებში

გამნაღმველები ამ წუთებში "პროკრედიტ ბანკის" ხაშურის ფილიალში მუშაობენ

გამნაღმველები ამ წუთებში ხაშურში, "პროკრედიტ ბანკის" ფილიალში და მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ფილიალის შენობაში და მის პერიმეტრზეც სამართალდამცავები თითქმის ერთი საათია მუშაობენ. 

"პროკრედიტ ბანკის" ხაშურის ფილიალში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება დღეს საღამოს 112-ში შევიდა. არსებული ინფორმაციით, ეს შეტყობინებაც ცრუა, თუმცა, სამართალდამცავებს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

სარწმუნო წყაროს ცნობით, პირის ვინაობა, რომელმაც 112-ში დარეკა, უკვე ცნობილია და იგი 40 წელს გადაცილებული მამაკაცია.