დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, იტალიისა და ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩები და გერმანიისა და ჩეხეთის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის თემატიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ უსაფრთხოების არსებული გარემოს გათვალისწინებით, ქართული მხარის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს შეიარაღების უკანონო გავრცელების წინააღმდეგ ეფექტური და სამართლებრივად სავალდებულო მექანიზმების შექმნა.