რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში

რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსსა და საკრებულოს წევრებს ხვდება

ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ამ წუთებში, სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსსა და საკრებულოს წევრებსა და თანამშრომლებს ხვდება. 

შეხვედრა მედიისთვის დახურულია და უცნობია, რა საკითხზე მიმდინარეობს საუბარი.

შეხვედრის დაწყებამდე რიჩარდ ნორლანდი არასაპარლამენტო ოპოზიციისა და კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს შეხვდა. სავარაუდოდ, შეხვედრაზე საარჩევნო გარემოზე იყო საუბარი.

ოფიციალური კომენტარი დღევანდელ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ხვალ გაკეთდება. ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი ხვალ, 11:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრესკონფერენციას გამართავს.