მიხეილ სააკაშვილი:

მიხეილ სააკაშვილი: "ლაზიკას" და "დიდგორის" დიზაინერი დღეს საათების კეთებით ირჩენს თავს

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას ქართული სამხედრო ტექნიკის გამომშვებთა მიმართ არასათანადო დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა უმცირესობასთან შეხვედრისას აღნიშნა, ისინი "მთავრობამ გააქცია" და ქარხანასაც დახურვას უპირებს. 

"ზვიად ციკოლია, "ლაზიკას", "დიდგორის" და ბევრი ჩვენი საბრძოლო მანქანის დიზაინერია, დღეს თავს ირჩენს საათების კეთებით, რადგან ქარხანაში ის არავის სჭირდებოდა. ქარხანა პრაქტიკულად გაჩერებულია, არჩევნების შემდეგ მუშებს სახლში გაშვებას უპირებენ. დღეს ქარხანა სიმძლავრის 15%-ზე მუშაობს. ზვიად ციკოლია კი იაპონურმა კომპანიამ თავისთან სამუშაოდ წაიყვანა. აღარავის სჭირდება ქართული სამხედრო ტექნიკის გამომშვები. რევაზ ჭარბაძეც, რომელმაც ევროკავშირში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, კანონიერი ქურდების ჩვენების შედეგად იძებნება. გავაქციეთ ჭარბაძე, გავაქციეთ ციკოლია და რკინიგზის ხელმძღვანელი ეზუგბაია", - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.