ივანიშვილმა მითხრა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანა სურს, რათა გადადგომის შემდეგ ადვილად აკონტროლოს

ივანიშვილმა მითხრა, რომ პარლამენტის თბილისში გადმოტანა სურს, რათა გადადგომის შემდეგ ადვილად აკონტროლოს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ხელისუფლების უზურპირების მცდელობას ამჩნევს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, ბიძინა ივანიშვილს მთავრობასა და პარლამენტზე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც სრული კონტროლი ექნება. 

"მას პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა სურს და პირადად მითხრა, რომ ეს სჭირდება, რათა გადადგომის შემდეგ ადვილად აკონტროლოს პარლამენტი. გადამდგარი პოლიტიკოსისგან ეს ძალიან უცნაური სურვილია. მას აქვს განზრახვა, ორ მესამედზე დაიყვანოს კვორუმი, რაც მთელი რიგი სხვა ცვლილებებისთვის ხელების გახსნას ნიშნავს, რაც საშუალებას მისცემს, ქართული პოლიტიკური სპექტრის, საქართველოს მთავარი გადაწყვეტილებების კონცენტრაცია არაფორმალურად სწორედ მის ხელში მოხვდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.