ახალციხეში პრეზიდენტსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა

ახალციხეში პრეზიდენტსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა

ახალციხეში, სასტუმრო "ლომსიადან" გამოსულ საქართველოს პრეზიდენტსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, პრეზიდენტის გაღიზიანება ერთ-ერთი მოქალაქის კითხვამ გამიწვია, რომელიც სასტუმროზე გაკეთებულ ინგლისურ წარწერასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის აზრით დაინტერესდა.

ამასთან, პრეზიდენტი ახალციხეში დღეს ვანო მერაბიშვილის მშობლებსაც სტუმრობდა. "სამხრეთის კარიბჭის" ცნობით, მიხეილ სააკაშვილი მერაბიშვილის სახლში დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა, თუმცა, მათგან კომენტარის გარეშე წავიდა. პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალებზე მედიასთან არც მერაბიშვილის ოჯახის წევრებს უსაუბრიათ.