"რუსთავი 2"-ში ბომბის არსებობის შესახებ 112-ში განხორციელებული ზარის ავტორს პატიმრობა შეეფარდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ბომბის არსებობის შესახებ 112-ში განხორციელებული ზარის ავტორს პატიმრობა შეეფარდა. 39 წლის ლევან მ.-ს სასამართლომ დღეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში ბომბის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება 112-ში ორჯერ შევიდა. გამოვლენილია მეორე ზარის ავტორიც და ის არასრულწლოვანია.

შსს კატეგორიულად მოუწოდებს მოქალაქეებს, ცრუ შეტყობინების განხორციელებისგან თავი შეიკავონ.

ამასთან, უახლოეს პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც ცრუ შეტყობინების ავტორების მიმართ კანონის გამკაცრებას ითვალისწინებს.