ბიძინა ივანიშვილი:  თქვენ არავინ გაწყენინებთ, საყვარელი, თბილი, ბუნჩულა ხალხი ხართ

ბიძინა ივანიშვილი: თქვენ არავინ გაწყენინებთ, საყვარელი, თბილი, ბუნჩულა ხალხი ხართ

თქვენ არავინ გაწყენინებთ, საყვარელი, თბილი, ბუნჩულა ხალხი ხართ, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შუახევის მოსახლეობას , რომელიც ჰესის მშენებლობაზე დასაქმებას ითხოვდა. 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოსახლეობა კულტურულად და გაგებით ეკიდება ყველაფერს და ისინი არა დროებით, არამედ მუდმივ სამსახურში დასაქმდებიან.

"შუახევიჰესის" პრეზენტაციის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობასთან მივიდა და მათი პროტესტის მიზეზით დაინტერესდა.

"მშენებლობაზე სამი წლის განმავლობაში ბევრი ხალხი დასაქმდება, დასრულების შემდეგაც, მუდმივ სამსახურში ადგილობრივები დასაქმდებიან. ყველაფერი სამართლიანად იქნება. თქვენ ისეთი თბილი, ისეთი საყვარელი, ბუნჩულა ხალხი ხართ, არავინ არ გაწყენინებთ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ჰესის მშენებლობაზე დასაქმების პირობით მათ გადამზადების ორთვიანი კურსი გაიარეს, თუმცა მუშაობა მხოლოდ 10-მა პირმა დაიწყო.