ევაკუაცია პარლამენტში

ევაკუაცია პარლამენტში

ევაკუაცია ქუთაისში, პარლამენტის შენობაშიც მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოში მყოფ პირებს შენობის დაცლა პარლამენტის დაცვამ მოსთხოვა. არსებული ინფორმაციით, მიზეზი ისევ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაციაა.

ევაკუაციის გამო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა შეწყდა. სხდომის მონაწილეებს შენობის დაცლისკენ პარლამენტის დაცვის უფროსმა მოუწოდა. საკანონდებლო ორგანოს შენობასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.