"იმედში" ბომბის არსებობის შესახებ უკვე მესამე შეტყობინება შევიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში ტელეკომპანია "იმედში" ბომბის არსებობის შესახებ ახალი შეტყობინება შევიდა.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში, "ქრონიკის" წამყვანმა განაცხადა.

მისი თქმით, მათ შეატყობინეს, რომ "იმედის" თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ტერიტორია უნდა დატოვონ.

"იმედში" ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება რამდენიმე დღის წინაც, ორჯერ შევიდა, რის გამოც ტელეკომპანიაში თანამშრომლების ევაკუაცია გამოცხადდა. თუმცა მაშინ შენობაში ბომბი არ აღმოჩნდა.

თანამშრომელთა ევაკუაციის გამო, "ქრონიკას" ეთერში ვერ გადის.