ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს 19 სექტემბერს შეხვდება

ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს 19 სექტემბერს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინს 19 სექტემბერს შეხვდება. 

როგორც აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეხვედრა პრაღაში გაიმართება.

საუბრის ძირითადი თემები იქნება - დიალოგის პირველ ეტაპზე მიღწეული შედეგები, სავიზო რეჟიმი, სატრანსპორტო კავშირები და რეგულარული ავიარეისები.

"იდეების დონეზე განვიხილავთ იმ საკითხებსაც, რომლებზეც დიალოგის მომდევნო ეტაპზე ვიმსჯელებთ", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, გრიგორი კარასინს პირველად 2012 წლის დეკემბერში შეხვდა. შეხვედრა ჟენევაში გაიმართა.