რიჩარდ ნორლანდი წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ზუგდიდს ეწვევა

რიჩარდ ნორლანდი წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით ზუგდიდს ეწვევა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი წინასაარჩევნო გარემოს გაცნობის მიზნით დღეს ზუგდიდს ეწვევა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავს.

დაგეგმილია ელჩის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. საუბრის მთავარი თემა მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება.

ამასთან, აშშ-ის ელჩი ყველა პარტიის აქტივისტს სთხოვს, ხელი შეუწყონ მუქარისა და ძალადობისგან თავისუფალი საარჩევნო ატმოსფეროს შექმნას, ხელისუფლებას კი მიმართავს, ყველა ზომა მიიღოს სიმშვიდის დასაცავად.

"სიამოვნებით ვიხსენებ თბილ დახვედრას ზუგდიდში ერთი წლის წინ. მოუთმენლად ველოდები მშვიდ ზუგდიდში დაბრუნებას", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.