ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები, ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტების გარდა, იმ საკითხებზე იმსჯელებენ, რომელთა განხილვაც ჟენევის ფორმატით დაგეგმილ მორიგ დისკუსიაზე იგეგმება. 

ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებაზეც იმსჯელებენ, რომლის საფუძველზეც, 18 სექტემბრიდან, ახალგორის შესასვლელში აკრძალვები უნდა დაწესდეს.

სავარაუდოდ, დღესვე, ინციდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების ახალი თავმჯდომარის ვინაობაც გახდება ცნობილი.