ვლადიმერ პაპავა დღეს სტუდენტური აქციის მონაწილეებს შეხვდება

ვლადიმერ პაპავა დღეს სტუდენტური აქციის მონაწილეებს შეხვდება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა დღეს სტუდენტური აქციის მონაწილეებს შეხვდება. 

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში, სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალის პარალელურად, სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა, რომლებიც სწავლის ხარისხის და საფასურის არაადეკვატურობას აპროტესტებენ.

"უნივერსიტეტში არ მუშაობს სამეცნიერო საბჭო, ასევე პრობლემაა სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ დონის მაღალი განათლების მიღება არ არის შესაძლებელი, რომელიც სტუდენტებს სურთ რომ მიიღონ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

თსუ-ში დღეს სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალი შეძახილების და სკანდირების ფონზე მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტის ახალმა რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ აქციის მონაწილეებს შეკრებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ დღეს, 11:30 საათზე თსუ-ს ახალი რექტორი, ვლადიმერ პაპავა და აქციის მონაწილე სტუდენტები ყველა იმ მოთხოვნას და პრეტენზიას განიხილავენ, რაც მათ აწუხებთ.