ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემიერზე ჩემი პოზიცია იცის

ირაკლი ალასანია - ბიძინა ივანიშვილმა მომავალ პრემიერზე ჩემი პოზიცია იცის

მომავალ პრემიერზე ჩემი სურვილიც და პოზიციაც იცის ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.

როგორც "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ალასანიამ აღნიშნა, ვინ იქნება მომავალი პრემიერი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.

"მაგრამ ჩემი სურვილიც და პოზიციაც იცის პრემიერმა. ორწლიანი გეგმა მაქვს და თავდაცვის სამინისტროში დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო. აქედან გამომდინარე, არაფერი მიმაჩნია ამაზე დიდ პატივად, რომ ვემსახურო ჩვენს ჯარს. ეს არის ჩემი გეგმა და არა თანამდებობის შეცვლა", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, პრემიერის წასვლის შემდეგ ახალი რეალობა შეიქმნება. როგორც ალასანიამ აღნიშნა, იგი ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო.

"მაგრამ რადგან მან ასე გადაწყვიტა, მაქსიმალურად ვქმნით პირობებს, რომ ეს ცვლილება უმტკივნეულო იყოს ქვეყნისთვის. მთავრობაში რაც მეტს ვფიქრობთ პრემიერის გადაწყვეტილებაზე, ვრწმუნდებით, რომ ეს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებაა. ბიძინა ივანიშვილმა ახალი ეტაპი შექმნა პოლიტიკაში მოსვლით და როდესაც წასვლა გადაწყვიტა, კიდევ ახალ ეტაპზე გადაიყვანა ქართული პოლიტიკა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.