ილია მეორე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

ილია მეორე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პარაკლისს გადაიხდის

დღეს, 16 სექტმებერს, 09:00 საათზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.

საპატრიარქოს პრესცენტრის ინფორმაცით, პარაკლისის შემდეგ პატრიარქი სასულიერო სემინარიაში მიბრძანდება, სადაც სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს დალოცავს და სწავლის დაწყებას მიულოცავს.

ილია მეორე თბილისის სახელმიწფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსშიც მიბრძანდება და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს დალოცავს.

12:00 საათზე ილია მეორე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტაც ეწვევა.