პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაკითხვებს იწყებს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაკითხვებს იწყებს

დღეიდან, 16 სექტემბრიდან, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შესასწავლად შეიქმნა, კონკრეტული პირების დაკითხვებს დაიწყებს.

კომისიას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობს.

ხიდაშელის განცხადებით, პირველი კვირის განმავლობაში დასაკითხად კომისიაში მიწვეულია ყველა ის ადამიანი, ვინც კომისიაში საჩივარი შეიტანა.

„მოწვეული გვყავს ყველა ის ადამიანი, ვინც კომისიაში საჩივარი შემოიტანა სხვადასხვა პრობლემასთან დაკავშირებით. ვინც დავობს მათ მიმართ წლების განმავლობაში შექმნილი პრობლემების შესახებ. ესენი არიან როგორც მედიის წარმომადგენლები - სხვადასხვა რეგიონული ტელევიზიების, საკაბელოების ხელმძღვანელები, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლები", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

დაკითხვები პარლამენტში გაიმართება და მასზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.