საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება

დღეს, 16 სექტემბერს, საქართველოს საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ახალი - 2013-2014 სასწავლო წელი დაიწყება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლის დაწყებას მინისტრი თამარ სანიკიძე მოსწავლეებს თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში მიულოცავს.

მინისტრი ასევე ეწვევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც წელს სწავალას 5 ათასი პირველკურსელი დაიწყებს.

მინისტრის მოადგილეები სასწავლო წლის დაწყებას რეგიონების მოსწავლებს მიულოცავენ.

დღეს სწავლა საქართველოს 2332 სკოლაში - მათ შორის 2085 - საჯარო და 247 კერძო სკოლაში დაიწყება.

განათლების სამინისტროს ინფორმაცით, სასწავლო პროცესში 610430 მოსწავლე ჩაერთვება, მათ შორის 44758 პირველკლასელი.

საჯარო სკოლაში სულ 559189 მოსწავლე მივა, ხოლო 51241 მოსწავლე კერძო სკოლაში.