ილია მეორე - უმრავლესობა ხშირად უფრო დაჩაგრულია, ვიდრე – უმცირესობა

ილია მეორე - უმრავლესობა ხშირად უფრო დაჩაგრულია, ვიდრე – უმცირესობა

უმრავლესობა ხშირად უფრო დაჩაგრულია, ვიდრე – უმცირესობა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, დღეს ხშირად საუბრობენ მოსახლეობის უმცირესობის უფლებების დაცვაზე, თუმცა იშვიათად ფიქრობენ, რომ დაცვა უმრავლესობასაც სჭირდება.

უწმინდესი ღვთის, ოჯახისა და სამშობლოსადმი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც საუბრობს. "ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ პასუხისმგებლობაზე და ყურადღებას ვამახვილებთ უფლებებზე. უფლებები კარგია, საჭიროა და ისინი დაცული უნდა იყოს, მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს. ძალიან ხშირად საუბრობენ მოსახლეობის უმცირესობის უფლებების დაცვაზე და იშვიათად ფიქრობენ, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობა უფრო დაჩაგრულია, ვიდრე – უმცირესობა", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ახალგაზრდობა ნაკლებად ფიქრობს პასუხისმგებლობაზე და თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს. "ჩვენი ახალგაზრდობა ნიჭიერია, სულიერიც არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ სწორი გზა ვაჩვენოთ", - ბრძანა უწმინდესმა.