6 თვის მონაცემებით, ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სექტორი ენერგეტიკაა

6 თვის მონაცემებით, ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო სექტორი ენერგეტიკაა

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2013 წლის 6 თვის მონაცემებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ყველაზე დიდი წილი სწორედ ენერგეტიკის სექტორს უკავია.

მისივე ინფორმაციით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში სულ 459 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. აქედან, ენერგეტიკაში 108,1 მლნ აშშ დოლარი ჩაიდო, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29%-ია.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების დაინტერესება მუდმივად იზრდება, რაც სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშიც აისახა.

"სამინისტრომ სექტორში მოქმედი და პოტენციური ინვესტორებისთვის ახალი რეგულაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვით, სამინისტრო ინვესტორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის და ინვესტორებს მოქნილ წესებს სთავაზობს, რაც ენერგეტიკაში საინვესტიციო გარემოს გაამჯობესებსა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობს", - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.