შსს-ს დაკარგული რუსი ალპინისტების სამძებრო სამუშაოებს ინტენსიურად განაგრძობს

შსს-ს დაკარგული რუსი ალპინისტების სამძებრო სამუშაოებს ინტენსიურად განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მესტიის განყოფილების თანამშრომლები მწვერვალ უშბაზე დაკარგული ორი რუსი ალპინისტის სამძებრო სამუშაოებს აქტიურად აწარმოებენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დამატებითი ძალები ადგილზეა მობილიზებული.

მწვერვალ უშბისკენ მიმავალი ყველა არსებული მარშრუტის საჰაერო დაზვერვა მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფი ძიებას ხმელეთიდან სრული სამთო აღჭურვილობით განაგრძობს.