პარლამენტი ოქტომბერში მუშაობას შეწყვეტს

პარლამენტი ოქტომბერში მუშაობას შეწყვეტს

პარლამენტი ოქტომბერში მუშაობას შეწყვეტს. აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და უმრავლესობის წევრებს შორის გამართულ კონსულტაციებზე იქნა მიღებული.

უმრავლესობის წევრის, ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პარლამენტს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მუშაობის ერთი თვით შეჩერების უფლება კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.
"კონსტიტუციურად ჩვენ გვაქვს უფლება საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში - ერთი თვე მუშაობა შევაჩეროთ. იმის გამო, რომ ოქტომბერში ეს უფლება გამოვიყენოთ, სექტემბერი გვექნება ძალიან დატვირთული", - აღნიშნა კვაჭანტირაძემ.

უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანო სექტემბერში პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეზღუდვისა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ქვორუმის განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს. დანარჩენ კანონპროექტებს პარლამენტი მუშაობის განახლების შემდეგ დაუბრუნდება.