აჭარის მთავრობა - მინისტრების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ტექნიკური, ლინგვისტური შეცდომა იყო

აჭარის მთავრობა - მინისტრების რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ტექნიკური, ლინგვისტური შეცდომა იყო

აჭარის მთავრობა ეკონომიკის მინისტრის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ განმარტებას აკეთებს. როგორც მთავრობის თავმჯდომარის თანაშემწემ ლევან ჯაშმა აღნიშნა , არჩილ ხაბაძის განცხადების დროს გამოყენებული ფრაზები ტექნიკური და ლინგვისტური შეცდომა იყო.

"გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით უნდა განვაცხადო, რომ არანაირი მინისტრის ვიზიტი არ მომხდარა მოსკოვში, არც იგეგმება, არც ერთი მინისტრთა კაბინეტის წევრის ვიზიტი. უბრალოდ იყო ტექნიკური, ლინგვისტური შეცდომა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან არსებული ყველა უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია გავიდეს ბაზარზე და სტაბილურად დაიმკვიდროს ადგილი. არა მარტო რუსეთის უწყებებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, არამედ უკრაინასთან, ბელორუსიასთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. ამ ფარგლებში გააქტიურიებულია რუსეთთან მუშაობა, რათა მეურნეებმა ადვილად შეძლონ პროდუქციის გატანა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. მთავრობის თავმჯდომარის კომენტირებისას ნაგულისხმევი იყო მხოლოდ და მხოლოდ ეს", - აღნიშნა ლევან ჯაშმა.

13 სექტემბერს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის არჩილ ხაბაძის ვრცელი ინტერვიუ, სადაც მან განაცხადა, რომ გიორგი კვირიკაშვილი "რამდენიმე კვირის წინ რუსეთში იმყოფებოდა".